საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს მგფ-ს ბრენდ ბუქის შექმნაზე

Status

 

მოწვევა ტენდერზე – ხელახალი ტენდერი

მოწვევა ტენდერზე (თბილისი-რუსთავი)

Invitation for Bids – Rebidding (Tbilisi-Rustavi)

 

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს მგფ-ს ბრენდ ბუქის შექმნაზე

მოწვევა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

აზიის განვითარების ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმები განიხილეს

Status


აზიის განვითარების ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა  სამომავლო გეგმები განიხილეს

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე გიორგი სომხიშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური ოფისის წარმომადგენელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის-  თბილისი -რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე სექციის ტედენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობის თხოვნით, მაგისტრალის მშენებლობის პროცესში არაკვალიფიციური მუშა ხელი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, რის შედეგადაც ათეულობით მოქალაქე დასაქმდება.  აღნიშნულ შეთავაზებაზე აზიის განვითარების  ბანკის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს.

გარდა ამისა შეხვედრაზე განხილულ იქნა ანაკლიის ნაპირდაცვითი სამუშაოების პირველი სექციის ტენდერის გაგრძელების შესახებ საკითხი. ამასთან შეხვედრაზე  მხარეებმა  აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების მესამე ტრანშის  პროექტებიც დააზუსტეს.

შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური ოფისის პროექტების მართვის ხელმძღვანელი პირების გარდა  საქართველოში  “ ADB”- ის  ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი სამომავლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.SONY DSC

SONY DSCSONY DSCSONY DSCSONY DSC

მუნიციპალური განვითრების ფონდი აცხადებს ტენდერს დევნილთა მხარდაჭერის პროექტის განსახორციელებლად

Status

მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს დევნილთა მხარდაჭერის პროექტის განსახორციელებლად

მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს დევნილთა მხარდაჭერის პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მთავრობამ USAID-ის მეშევეობით მიიღო აშშ-ის მთავრობის გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობის გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტის დასაფინასებლად და აღნიშნული გრანტის ნაწილის გამოყენებას აპირებს ქ. ონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს დალუქული საკონკურსო წინადადებების წარმოსადგენად.

წყალტუბოში წყლის მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდა

საქართველოს მუნიციპალური  განვითარების ფონდმა  ქ.წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

კონტრაქტორმა ფირმამ  ” ნიუ ქონსტრაქშენი”   სატუმბი სადგური შეაკეთა.  ძველი  წყლის მილები  ჩაანაცვლეს წნევიანი მილსადენით. მიწაში  ჩაიდო პოლიეთილინის და ფოლადის  მილები. დამონტაჟდა წყალსადენის  2 ტუმბო-აგრეგატი და ელექტრომოწყობილობები.

წყალტუბოს ტრანზიტული მილის რეაბილიტაციის საერთო ღირებულებაა  320, 202. 97  ლარი. 100_0603100_06100036100_0594

ფონდი სამუშაოდ იწვევს საერთაშორისო ექსპერტს

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოდ იწვევს მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტს, მეტროსადგურის ხაზის მშენებლობაში კონსულტაციის გასაწევად.

კონსულტანტის ძირითადი მოვალეობა იქნება ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ  ”უნივერსიტეტის” მშენებლობის დეტალური პროექტის განხილვა.

მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 28, 830  აშშ დოლარს.

საჭირო კვალიფიკაციისა და სხვა დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხ. ბმული

CSRN Geometro

თელავის გარე განათების რეაბილიტაცია

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის ცენტრალური ქუჩების  გარეგანათებით უზრუნველყოფა დაასრულა.  გარე განათების რეაბილიტაცია ერეკლეს მოედნის  ტერიტორიას  და  ჩოლოყაშვილის, რუსთაველის, ნადიკვრის, ბარნოვისა და ერეკლე მოერეს ქუჩებს შეეხო. აღნიშნულ ტერიტორიებზე  161 ერთსანათიანი, 59 ორსანათიანი და 20   ბრა  დამონტაჟდა.

2013-02-14 16.20.30

პროექტის ღირებულებამ ჯამში 2 მლნ 523 ათას 510 ლარი შეადგინა. ( 2, 523, 509.24)

დონორი : მსოფლიო ბანკი .

2013-02-14 16.41.18კონტრაქტორი ფირმები : ე/ს სს „ერისიმედი“ და შპს  „ჯავა“.

 

ლენტეხს წყალმომარაგება აღუდგა

downloadდაბა ლენტეხში მუნიციპალური განვითარების ფონდმა  წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მოახდინა. პროექტის შედეგად წყალმომარაგება, რომელიც მოსახლეობის ნაწილს შეზღუდვებით მიეწოდებოდა, სრულად აღდგა და წყალი  ახლა  ლენტეხელებს 24 საათიან რეჟიმში მიეწოდებათ.

წყალსადენის 7 კმ-იან მონაკვეთზე — “თავადის წყაროდან”  ყარიშის რეზერვუარამდე–  კაპტაჟები, წყალმიმღები კამერა და სანიტარული დაცვის ღობე დამონტაჟდა. სამუშაოები შპს “მეოხმა” განახორციელა.

პროექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა  401 ათას 264  ლარი. დონორი: GOG

 

ელგუჯა ხოკრიშვილი გლობალური ინფრასტრუქტურის ფორუმზე

საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფონდის აღმასრულებელი დირექტორი,  ელგუჯა ხოკრიშვილი  სამუშაო ვიზიტით აშშ- ში იმყოფებოდა. მან  „გლობალური ინფრასტრუქტურის IMG_7168მართვის სტრატეგიულ  ფორუმში“  (CG/LA)  მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება და  უკვე მე-6 წელია  უმსხვილეს IMG_1941ინფრასტრუქტურულ პროექტებს  უყრის თავს მთელი მსოფლიო მასშტაბით  (http://www.cg-la.com) .  ფორუმმა  წელს  ინფრასტრუქტურის 100  ყველაზე გლობალურ  პროექტს უმასპინძლა, მათ შორის იყო  საქართველოს  ინფრასტრუქტურული პროექტებიც , რომლებიც  ფორუმის მონაწილეებს ელგუჯა ხოკრიშვილმა გააცნო.

ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე მან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის   მიმდინარე  და დაგეგმილი პროექტები წარადგინა. ოფიციალური შეხვედრების  შემდეგ, მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორი აშშ ბიზნესმენებსაც შეხვდა, რომლის დროსაც  ინფორმაციის გაცვლა  და მომავალი თანამშრომლობის  შესახებ იყო საუბარი.ფორუმის შემდეგ, საქართველოს დელეგაციის  ვიზიტი ვაშინგტონში გაგრძელდა, სადაც ლეგუჯა ხოკრიშვილი  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან , დავით ნარმანიასთან ერთად მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტს, ფილიპ ლეროსა და მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორს, ლაზლო ლოვეის შეხვდა.შეხვედრაზე  მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნეს, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ბრიფინგი სამინისტროში

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში guja3მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ბრიფინგი გამართეს.

აღნიშნული ბრიფინგის აუცილებლობა თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მდინარე მტკვარზე, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელო ხიდის მშენებლობას ეხებოდა და რომელშიც გიგი უგულავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხიდის მშენებლობაზე უარის თქმასა და ხალხის მოთხოვნათა უგულვებელყოფაში სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.

მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას განცხადებით, 2012 წლის 28 დეკემბერს მერიამ თავად გადმოუგზავნა სამინისტროს სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელთა წერილი განსახილველად, რომელსაც 500 ოჯახი აწერდა ხელს. აღნიშნულ წერილში მოსახლეობა ხიდის მშენებლობაზე უარის თქმას ითხოვდა და მიზეზად ეკოლოგიურ პრობლემებსა და სამტრედიის ქუჩაზე არსებულ გადატვირთულ მოძრაობას ასახელებდა. სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი და მისი ძვირადღირებულების (პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა გახორციელებულიყო და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი გახლდათ), დიდი საექსპლუატაციო ხარჯების (5 მლნ ლარი წელიწადში) და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის საფუძველზე, აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადეს.

როგორც შოთა მურღულიამ განაცხადა, გიგი უგულავას განცხადება პრობლემის გადაბრალების უსუსური მცდელობა იყო. სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ მდინარე მტკავრზე ხიდის მშენებლობა, თუ მერია წარმოადგენს პროექტის მოსახლეობასთან შეთანხმებულ, ალტერნატიულ ვარიანტს.